ფეხბურთი

20:22 | 8.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯობ ბელინგემი კარიერას "დორტმუნდში" გააგრძელებს

ჯობ ბელინგემი „სანდერლენდიდან“ კარიერას „დორტმუნდში“ გააგრძელებს და ძმის კვალს გაჰყვება.

5 წლის წინ ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდს“ „ბირმინგემიდან“ შეუერთდა, ახლა ჯობი გადადგამს ამ ნაბიჯს, რადგან ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია.

19 წლის ინგლისელი გერმანულ გუნდს 33 მილიონ ევროდ შეუერთდება, რასაც ბონუსად 5 მილიონი დაემატება, ხოლო მომდევნო ტრანსფერიდან 15% „შავ კატებს“ ერგებათ. ეს „სანდერლენდის“ ისტორიაში ყველაზე სარფიანი გაყიდვა იქნება.

ჯობ ბელინგემი „სანდერლენდში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 90 მატჩში 11 გოლი გაიტანა, მანამდე, კარიერა „ბირმინგემში“ დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088895
სარეკლამო ადგილი - 99
X x X