ფეხბურთი

12:30 | 9.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში ერთა ლიგის მოგების შემდეგ კომენტარი მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გააკეთა და დაადასტურა, რომ კლუბის შეცვლას არ აპირებს და კვლავ "ალ-ნასრში" რჩება.

"საკლუბო კარიერის მხრივ ძირითადად არაფერი შეიცვლება. ანუ "ალ-ნასრი? დიახ". - ასეთი პასუხი გასცა პორტუგალიელმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ როგორი იქნება მისი სამომავლო კარიერა საკლუბო ფეხბურთში.

“იცით რამდენი წლის ვარ უკვე, დასასრულთან უფრო ახლოს ვარ ვიდრე დასაწყისში. ასე რომ, ვცდილობ დავტკბე ყოველი წუთით და მომენტით, რომელსაც მოედანზე გავატარებ. მინდა რაც შეიძლება დიდი ხნით დავრჩე ფეხბურთში და იმედი მაქვს ჩემი ჯანმრთელობაც ხელს შემიწყობს“. - განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა ერთა ლიგის ფინალში ესპანეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და ეს ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო.

ცნობისთვის რონალდუ "ალ-ნასრის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, მას კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და იყო ვარაუდები, რომ პორტუგალიელი კლუბს შეიცვლიდა.


სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093597