ფეხბურთი

14:03 | 9.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მარკო არნაუტოვიჩმა "ინტერი" დატოვა

ავსტრიელმა თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმა "ინტერი" ოფიციალურად დატოვა, ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა. მარკომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივარს დაემშვიდობა და განაცხადა, რომ "ნერაძურში" აღარასდროს დაბრუნდება.

"დრო მოვიდა დაგემშვიდობოთ, "ინტერს" თავისუფალი აგენტის სტატუსით ვტოვებ და ვიცი, რომ აქ აღარასდროს დავბრუნდები. მადლობა კლუბს და გულშემატკივრებს. მთელი ცხოვრება "ინტერის" გულშემატკივრად დავრჩები. - დაწერა არნაუტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ არნაუტოვიჩი "ინტერში" 2009-2010 და 2023-2025 წლების სეზონში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიელმა მილანურ კლუბთან ერთად 2029-10 წლების სეზონში ტრებლის მოგება შეძლო.

0.093975