დღეს იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო მატჩს მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ლუჩიანო სპალეტისთვის „სკუადრა აძურას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო იქნება.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემები იუწყებიან, სპალეტის აღნიშნულ თანამდებობაზე 73 წლის კლაუდიო რანიერი შეცვლის. გამოცდილი იტალიელი მწვრთნელი გასულ სეზონში "რომაში" მუშაობდა, რომელიც სეზონის ბოლოს დატოვა და კლუბის მენეჯერის პოზიციაზე გადაინაცვლა. გამოცემებს, თუ დავუჯერებთ, რანიერი დღეს სწორედ "რომას" ხელმძღვანელებს უნდა შეხვდეს, რის შემდეგაც ოფიციალურად დადასტურდება მისი იტალიის ნაკრებში დანიშვნის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ იტალიამ შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჯგუფში პირველობა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა უკვე ძალიან გაუჭირდება, რადგან ნორვეგიას 9 ქულა აქვს, ჯგუფში კი, სხვა ნაკრებები ძალიან სუსტები არიან (ისრაელი, ესტონეთი და მოლდოვა), შესაბამისად, რთულად წარმოსადგენია, ნორვეგიამ ქულები დაკარგოს. იტალიას შანსი მეორე ადგილით ექნება, საიდანაც პლეი-ოფში გადაინაცვლებს.