ფეხბურთი

15:36 | 9.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანე საუდის არაბეთს ტოვებს და შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს

33 წლის სენეგალელი ფეხბურთელი სადიო მანე შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს და კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს.

MirrorFootball-ის ინფორმაციით "ალ-ნასრის" ხელმძღვანელობამ სადიო მანეს განუცხადა, რომ შეუძლია კლუბი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, რადგან მასთან ხელშეკრულების გაფორმებას აღარ აპირებენ. წყაროს ცნობით, სენეგალელის დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული და მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ სადიო მანე "ალ-ნასრის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს უმთავრდება. 33 წლის სენეგალელმა 2024-2025 წლების სეზონში 47 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098123