„ლიონისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი რაიან შერკი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.
ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებულია, მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია. ნიჭიერი შემტევის სანაცვლოდ „სიტი“ 40 მილიონს გადაიხდის, ხოლო მომდევნო ტრანსფერიდან ფრანგულ კლუბს თანხის 15% ერგება. შერკი „ქალაქელებთან“ კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს.
21 წლის ფეხბურთელი „ლიონის“ აღზრდილია, რომლის მაისურით 2019 წლიდან 185 მატჩში 29 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით შედეგიანად მან გასული სეზონი ჩაატარა. საფრანგეთის ნაკრებში შერკის ორ მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში.