„მანჩესტერ იუნაიტედში“ საკადრო წმენდაა და კლუბმა უკვე დაადასტურა, რომ გუნდს 10 ფეხბურთელი დატოვებს.
მათ შორის, კრისტიან ერიკსენი, ვიქტორ ლინდელოფი და ჯონი ევანსი. ისინი ახალ გუნდს მოძებნიან.
გარდა ამისა, „იუნაიტედი“ დაემშვიდობა ტომ ჰატონს, ჰუბერ გრაჩჟიკს, ჯეკ კინდგომს, სამ მიურეის, ტომ მაილსს, ჯეიმს ნოლანს და ტომ ვუსტერს - ისინი აკადემიას წარმოადგენდნენ.