ფეხბურთი

22:35 | 9.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერ სიტიმ" ალჟირელი მცველი დაიმატა

„მანჩესტერ სიტიმ“ „ვულვზიდან“ მარცხენა მცველ, რაიან აიტ ნური დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

აიტ ნური „სიტის“ 40 მილიონ ევროდ შეუერთდა და „ქალაქელებთან“ კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმა.

მის გარდა, „სიტიში“ გადაწყვეტილია „მილანიდან“ ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ტიჯანი რეინდერსის გადასვლაც, რომელიც სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.

რაიან აიტ ნური „ვულვზში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 157 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე ალჟირელი მცველი „ანჟერში“ გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094161