ფეხბურთი

14:49 | 10.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო რანიერიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა

„რომას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ, რომელიც ამჟამად კლუბის მენეჯმენტში მუშაობს, იტალიის ნაკრების მწვრთნელობის შეთავაზებაზე უარი თქვა. სპეციალისტმა გადაწყვიტა, რომაულ გუნდში მუშაობაზე გაემახვილებინა ყურადღება.

„მადლობას ვუხდი პრეზიდენტ გრავინას ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის შესაძლებლობისთვის. ეს დიდი პატივია, მაგრამ დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ ჩემს ახალ როლში სრულიად „რომას“ განკარგულებაში დავრჩენილიყავი. კლუბის მფლობელებმა სრული მხარდაჭერა და დახმარება გამომიცხადეს ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, მაგრამ არჩევანი ჩემია“, - ციტირებს ჟურნალისტი ნიკოლა სკირა რანიერის სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

ადრე ცნობილი გახდა, რომ ლუჩანო სპალეტიმ დატოვა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, რომელსაც ის 2023 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093912