ფეხბურთი

15:17 | 10.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ 2025/26 წლების სეზონის ახალი გასვლითი ფორმა წარადგინა

ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ გერმანული სპორტული ბრენდის, Puma-ს, 2025/26 წლების გასვლითი ფორმა ოფიციალურ ვებ-საიტზე წარადგინა.

„ორფეროვანი მაისური ხელნაკეთი გრაფიკის ფონზე აკვარელის პალიტრით არის გადაკეთებული. ეს მაისურა გულშემატკივრების საყვარელი მაისურის ახალი ვერსიაა და, როგორც ყოველთვის „მანჩესტერ სიტის“ შემთხვევაში, მას ძლიერი ინდივიდუალობა აქვს.

გასვლით ფორმას გულშემატკივრების მიერ შთაგონებული უნიკალური განმეორებადი გრაფიკა აქვს, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწე ტანსაცმლის დიზაინერ KidSuper-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ასევე გამოვიდა მეკარის სპეციალური ფორმა ნეონისფერ-ნარინჯისფერში, შავი და ყვითელი ზოლებით“, - ნათქვამია კლუბის ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

0.174451