თამაშგარე

15:52 | 10.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიანა იასტრემსკას პრობლემები

ხიფათი, უცნაურობა და შარი 25 წლის უკრაინელ ჩოგბურთელ დიანა იასტრემსკას და მის ოჯახს სულ თან დასდევს და ბევრი ვერც კი წარმოიდგენს ისეთი შემთხვევები აქვთ გამოვლილი. მაგალითად, 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვების შემდეგ დიანას დედა შამპანურს ხსნიდა, ბოთლი მოულოდნელად აფეთქდა და თვალი ისე დაუზიანდა, რომ თვალის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამანაც ვერ უშველა.

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს, იასტრემსკა 26 თებერვალს, თავის უმცროს დასთან, ივანასთან ერთად, საფრანგეთში გადავიდა უსაფრთხოების მიზნით, მაგრამ იძულებული გახდა მშობლები მშობლიურ ქალაქ ოდესაში დაეტოვებინა და მთელი წელი ჩოგბურთზე მეტიად მშობლების გადარჩენაზე და უსაფრთხოებაზე დარდობდა.

2020 წელს COVID-19 პანდემიის დროს, იასტრემსკამ მუსიკალური კარიერა დაიწყო. მან მაისში გამოუშვა თავისი პირველი სინგლი „Thousands of Me“, ხოლო აგვისტოში - საცეკვაო სიმღერა „Favourite Track“ გამოუშვა და სიმღერის პრემიერა სახლში მარტომ, საკუთარ კატასთან ერთად მოაწყო.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ არასტანდარტული შემთხვევებისა, რაც ამ გოგოს გადახდენია. სწორედ ამიტომაც, უკრაინაში მას ხუმრობით „ქალბატონი პრობლემა“ დაარქვეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.161061
სარეკლამო ადგილი - 99
X x X