ფეხბურთი

16:24 | 10.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირმა უნგრული გუნდი დატოვა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა „ნირედჰაზა“ დატოვა. ინფორმაცია უნგრული კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა.

მხარეებს შორის კონტრაქტი ამოიწურა, რომლის განახლება არ მომხდარა. ამრიგად, 33 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია და ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.

ნიკა კვეკვესკირმა უნგრულ გუნდში სულ 19 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც თავი თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა. კვეკვესკირს პოზნანის „ლეხში“, „ტობოლში“, „გაბალაში“, ბაქოს „ინტერში“, გორის „დილაში“, „დინამო თბილისში“ „ცხინვალსა“ და „ბაიაში“ აქვს ნათამაშები.

0.102797