ფეხბურთი

17:25 | 10.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

რანიერის უარის შემდეგ იტალიის ნაკრებში სამი კანდიდატი ჰყავთ

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ლუჩანო სპალეტის შემცვლელს ეძებს და „სკუადრა აძურას“ მწვრთნელობის სამი კანდიდატი არსებობს, სამივე 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონია: დანიელე დე როსი, ფაბიო კანავარო და ჯენარო გატუზო.

თუმცა, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ამ ეტაპზე ფავორიტი გატუზოა, რომელიც ბოლოს სპლიტის „ჰაიდუკში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „მარსელის“, „ნაპოლის“, „მილანისა“ და „პალერმოს“ მწვრთნელიც იყო.

მიუხედავად იმისა, რომ რინო ფავორიტად სახელდება, არც დე როსის და კანავაროს ვარიანტებია ჯერ გამოსარიცხი. აღსანიშნავია, რომ დიდი სამწვრთნელო მიღწევებით ვერცერთი გამოირჩევა.

იტალიის ნაკრებში მუშაობაზე კლაუდიო რანიერიმ და სტეფანო პიოლიმ თქვეს: რანიერიმ „რომაში“ დარჩენა გადაწყვიტა და კლუბთან დაპირებული სიტყვა არ გატეხა, ხოლო პიოლი „ფიორენტინასთან“ აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს.

სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ზემოხსენებული სამი ვარიანტი. შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი უმძიმესად დაიწყო და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის თითქმის უკვე დაკარგული აქვს. ასე რომ, ზედიზედ მესამედ მუნდიალს მიღმა დარჩენას თავი რომ აარიდოს, ჯგუფში მეორე ადგილი უნდა დაიკავოს და შემდგე პლეი-ოფის გზით იბრძოლოს...

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168977