სხვა

19:08 | 10.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ქართველმა წყალბურთელებმა შვეიცარია ძალიან ადვილად დაამარცხეს.

საქართველო დიდ უპირატესობას ფლობდა, საბოლოოდ, 28:5 მოიგო და ვინაიდან პირველ ტურშიც გაიმარჯვა ბულგარეთთან 41:10, ეს ორი მოგება სრულიად საკმარისია ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ.

ბოლო ტურის წინ საქართველო ისრაელთან ერთად 6 ქულით ლიდერია და ბოლო ტურში, 11 ივნისს, სწორედ მას დაუპირისპირდება. ორივე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასულია.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდედ ითამაშებს, ტურნირი 2026 წლის 10-25 იანვარს სერბეთში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089301