„ლიონისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი რაიან შერკი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.
ტრანსფერი ოფიციალურად დადასტყრდა. ნიჭიერი შემტევის სანაცვლოდ „სიტიმ“ 40 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო მომდევნო ტრანსფერიდან ფრანგულ კლუბს თანხის 15% ერგება. შერკიმ „ქალაქელებთან“ კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
21 წლის ფეხბურთელი „ლიონის“ აღზრდილია, რომლის მაისურით 2019 წლიდან 185 მატჩში 29 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით შედეგიანად მან გასული სეზონი ჩაატარა. საფრანგეთის ნაკრებში შერკის ორ მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში.