ფეხბურთი

0:10 | 11.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ-ჟერმენი" მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამერიკაში გაემგზავრა

„პარი სენ-ჟერმენის“ მოკლე შვებულება დასრულდა და ლუის ენრიკეს გუნდი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

რა თქმა უნდა, გუნდთან ერთადაა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად მორიგ ტიტულს შეუტევს.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჯგუფში 15 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება, 20 ივნისს, 05:00 საათზე ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“, ხოლო ბოლო ტურში 23 ივნისს, 23:00 საათზე ამერიკულ „სიეტლ საუნდერსს“. ასე რომ, პსჟ-ს და კვარას ივნისში და ალბათ ივლისშიც, ახალი თავგადასავალი ელოდებათ, კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსიც ექნებათ.

ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩში 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო ყველა ტურნირზე 25 თამაშში 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. პსჟ-მ ამ სეზონში საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097228