ფეხბურთი

0:28 | 11.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

ავსტრალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა. აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ავსტრალიელებს კონკურენტ საუდის არაბეთთან სტუმრად ფრეც აწყობდათ, მაგრამ 2:1 მოიგეს.

შედეგად, ავსტრალიამ 19 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა - ორივე მუნდიალზე ითამაშებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური აზიიდან უკვე ექვსმა ნაკრებმა მოიპოვა: იაპონიამ, ავსტრალია, სამხრეთ კორეამ, იორდანიამ, ირანმა და უზბეკეთმა. პლეი-ოფში გააგრძელებენ ბრძოლას საუდის არაბეთი, ინდონეზია, ერაყი, ომანი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და კატარი.

ავსტრალია მუნდიალზე ზედიზედ მეექვსედ, ისტორიაში კი, მეშვიდედ ითამაშებს.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საგზური მასპინძლების, კანადის, აშშ-სა და მექსიკის გარდა, უკვე მოპოვებული აქვთ იაპონიას, ავსტრალიას, ირანს, იორდანიას, უზბეკეთს, სამხრეთ კორეას, ახალ ზელანდიას და არგენტინას.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.186815