ფეხბურთი

1:30 | 11.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

150 მილიონად შეთანხმება მიღწეულია: ვირტცი "ლივერპულში" ითამაშებს

„ლევერკუზენისა“ და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ფლორიან ვირტცი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ყველაფერზე მიღწეულია პრინციპული სიტყვიერი შეთანხმება, როგორც კლუბებს, ისე, კლუბსა და ფეხბურთელს შორის. ტრანსფერის ღირებულება 150 მილიონ ევროს მოიცავს, რასაც ბონუსებიც დაემატება.

ვირტცმა „ლივერპული“ მიუნხენის „ბაიერნს“ ამჯობინა და ინგლისური გრანდის წევრი გახდება.

22 წლის ფლორიან ვირტცი „ლევერკუზენის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2019 წლიდან 197 მატჩში თავი 57 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.177714