კალათბურთი

1:57 | 11.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის "ტენერიფემ" ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი წააგო

ესპანეთის ლიგა ენდესას ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „ვალენსიასთან“ 65:83 დამარცხდა.

„ვალენსიამ“ მეტოქეს აჯობა და დამსახურებულად მოიგო, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას.

გიორგი შერმადინმა 18 წუთში 3 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ყველაზე შედეგიანი 18 ქულით მარსელინო უერტასი იყო, თუმცა „ტენერიფეს“ ვეტერანმა ბრაზილიელმა ვერ უშველა.

სერიის მეორე მატჩი 12 ივნისს, ისევ ვალენსიაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.170822