თამაშგარე

9:27 | 11.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ემილი თევზს ხელიდან არ უშვებს

თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, თევზაობა მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საქმიანობააო, პირველყოვლისა ამერიკელი ემილი რიმერი უნდა ვახსენოთ, რომელმაც მთელს მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მეთევზის სახელი ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ დაიგდო და ამ სტატუსს დღემდე ინარჩუნებს.

ეს დიდებული ასული ასხმარტალებულ თევზებს ხელში ისე ოსტატურად იჭერს, იცი რომ ბევრი უხეირო კოლეგისგან განსხვავებით არასოდეს გაუშვებს და ენერგიას არასოდეს იშურებს თუკი საქმე მოზრდილ თევზთან აქვს. ხოლო ამ საქმიანობისას ისეა შემოსილი, შემოსვის გარდა ყველაფერი რომ შეიძლება ეწოდოს.

თავად ემილი დღემდე ამტკიცებს, რომ თევზაობა მისთვის ჰობის გარდა სპორტის ჩამნაცვლებელი აქტივობაა და იგი პოპულარობას სულაც არ ესწრაფვის. თუმცა მისი „ინსტაგრამის“ გვერდიდანაც ადვილად მიხვდებით, რომ სპორტული აქტივობის მიღმა სულ სხვა რამ უნდა იმალებოდეს.

0.10225