სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტური მატჩები გაიმართა, სადაც ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პარაგვაის უმასპინძლა და მეტოქე ვინისიუს ჟუნიორის გოლით 1:0 დაამარცხა. რითაც "სელესაომ" მუნდიალის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტისთვის ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავკაცობის პერიოდში პირველი გამარჯვება იყო. 16 ტურის შემდეგ "სელესაო" 25 ქულას აგროვებს და ეკვადორის ნაკრებთან ერთად მეორე-მესამე ადგილს იყოფს, ხოლო პირველ ადგილას არგენტინის ნაკრებია 35 ქულით.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საგზური მასპინძლების, კანადის, აშშ-სა და მექსიკის გარდა, უკვე მოპოვებული აქვთ იაპონიას, ავსტრალიას, ირანს, იორდანიას, უზბეკეთს, სამხრეთ კორეას, ახალ ზელანდიას, არგენტინას, ეკვადორს და ბრაზილიას.