სხვა

10:28 | 11.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

შონ ო'მალი: "უცნაური ის იყო, რომ მის ძალას ვერ ვგრძნობდი, შემდეგ კი ყველაფერი უცბად დასრულდა"

შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილთან რემატჩში განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც ყოფილმა ჩემპიონმა ქართველ "მანქანასთან" მეორე ბრძოლაზე და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"მეორე ბრძოლისთვის კარგად მომზადებული ვიყავი, მოსამზადებელ პერიოდში გამოცდილ და ძლიერ მებრძოლებთან ვივარჯიშე. ოქტაგონზე დვალიშვილი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ბევრი ვერაფერი გავაკეთე, ის სუპერმსუბუქი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლია. უცნაური ის იყო, რომ მის ძალას ვერ ვგრძნობდი და შემდეგ, უცბად ხელი მომიჭირა, მეგონა როგორც ყოველთვის კონტროლს აპირებდა, თუმცა ყველაფერი სწრაფად გააკეთა და გავიფიქრე, ამის დედაც, ყველაფერი დასრულდა."

"რა თქმა უნდა შედეგით უკმაყოფილო ვარ, თუმცა მწუხარებას არ ვგრძნობ. ახლა რამდენიმე კვირას დავისვენებ და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება. UFC-მ მითხრა, რომ ჩემთან დალკავშირებით ჯერ ჯერობით გეგმები გაწერილი არ აქვთ, ასე, რომ დასვენება ახლა ყველაზე კარგი ვარიანტია." - განაცხადა შონ ო'მალიმ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ზე შონ ო'მალი რემატჩშიც დაამარცხა, ქართველმა მესამე რაუუნდის ბოლოს ნინჯა ჩოუქით მოიგო და UFC-ის Pound for Pound-ის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097285