33 წლის ბელგიელი ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი საფეხბურთო კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. აღნიშნულ ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია დიდ ხანია ვრცელდება, ახლა კი ამის თქმა დაზუსტებით შეგვიძლია. ფაბრიციო რომანოს თქმით, ბელგიელი ფეხბურთელი დღეს იტალიაში მიემგზავრება, სადაც მისი სამედიცინო შემოწმება ხუთშაბათს დილას არის ჩანიშნული.
მხარეებს შორის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. ბელგიელი ფეხბურთელი "ნაპოლისთან" ორ წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და კევინი ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს.
ამრიგად, 33 წლის ბელგიელი ვარსკვლავი სერია A-ში ითამაშებს და იტალიის ჩემპიონის ღირსებას დაიცავს. კევინ დე ბრუინს აქამდე „გენკში“, „“ჩელსიში“, „ვერდერში“, „ვოლფსბურგსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ უთამაშია. ინგლისურ კლუბში მან 2015-2025 წლებში 422 მატჩში 108 გოლის გატანა მოახერხა.