26 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველი ტიჯანი რეინდერსი საფეხბურთო კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად "ქალაქელების" ვებგვერდმა სულ ცოტა ხნის წინ დაადასტურა.
რაინდერსმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მანჩესტერულ კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნიდერლანდელს შესაძლებლობა ექნება, რომ "სიტის" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც დაეხმაროს.
აღნიშნული ტრანსფერში "მილანი" 55 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით 15 მილიონიც დაემატება.
ტიჯანი რეინდერსი „მილანს“ 2023 წელს შეუერთდა და 104 მატჩში 19 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე სამშობლოში, „ალკმაარის“ ღირსებას იცავდა.