ფეხბურთი

13:29 | 11.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული მიღწევის შემდეგ, უზბეკეთის ნაკრების ფეხბურთელებს საჩუქრად მანქანები გადასცეს

უზბეკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა, ისტორიაში პირველად! აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ჯგუფის ბოლოსწინა ტურში უზბეკეთი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს სტუმრად უგოლოდ დაუზავდა და ეს ფრე მიზნისთვის ეყო.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებიდან დაბრუნების შემდეგ უზბეკ ფეხბურთელებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და ყველა მათგანს ისტორიული მიღწევის გამო, საჩუქრად BYD-ის (ჩინური მწარმოებელი) მარკის ავტომობილები გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საგზური მასპინძლების, კანადის, აშშ-სა და მექსიკის გარდა, უკვე მოპოვებული აქვთ იაპონიას, ავსტრალიას, ირანს, იორდანიას, უზბეკეთს, სამხრეთ კორეას, ახალ ზელანდიას, არგენტინას, ეკვადორს და ბრაზილიას.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.17567