29 წლის გერმანელი ფეხბურთელი ლეროი სანე "ბაიერნს" ტოვებს და სათამაშოდ თურქეთის ჩემპიონატში მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სანე "გალათასარაიში" ითამაშებს, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და გერმანელი ფეხბურთელი კვირაში 300,000 ევროს მიიღებს.წინასწარი შეთანხმების მიხედვით სანე სტამბოლურ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
სანე "ბაიერნის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს, მან 2024-2025 წლების სეზონში 45 თამაშში 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა