ფეხბურთი

14:56 | 11.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო "რეალს" შემდეგი შემადგენლობით ათამაშებს

მადრიდის "რეალი" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს, რომელიც გუნდის ახალი მწვრთნელის ჩაბი ალონსოსთვის კარგი საშუალება იქნება, რათა გუნდი უკეთესად გაიცნოს და თავისი ხედვები და გეგმები ფეხბურთელებს უკეთესად დაანახოს.

როგორც ესპანური გამოცემა COPE-ი იტყობინება, ესპანელი მწვრთნელი სათამაშოდ 4 4 2 სისტემას გამიყენებს და არა მისთვის საყვარელ 5 მცველიან ტაქტიკას, რომლითაც "ლევერკუზენს" ათამაშებდა.

გამოცემის ინფორმაციით, ალონსოს ძირითადი შემადგენლობის თერთმეტი ფეხბურთელი უკვე შერჩეული ჰყავს.

მეკარე - კურტუა

მცველები - არნოლდი, მილიტაო ან რუდიგერი, ჰუისენი, კარერასი.

ნახევარმცველები - ბელინგემი, ჩუამენი, ვალვერდე, მასტანტუონო.

თავდამსხმელები - მბაპე, ვინისიუსი.


შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსომ "რეალი" რამდენიმე კვირის წინ ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით კი "სამეფო კლუბი" პირველ ოფიციალურ მატჩს 18 ივნისს "ალ-ჰილალის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.084613