ფეხბურთი

16:14 | 11.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ-ჟერმენი" ახალ სტადიონს ააშენებს, რომელიც 90,000 ათას გულშემატკივარს დაიტევს

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "პარი სენ-ჟერმენი", რომლის ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია იცავს ახალი სტადიონის მშენებლობას იწყებს, რომელიც 90,000 გულშემატკივარს დაიტევს. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარიზის მერმა ნასერ ალ-ხელაიფის "პარკ დე პრენსის" რეაბილიტაციაზე და იერსახის შეცვლაზე უარი განუცხადა.

პსჟ- "პარკ დე პრენსზე" 1974 წლიდან თამაშობს, რომელიც პარიზის მერიის საკუთრებაშია. კლუბი მის ქირაობაში წელიწადში 1.5 მილიონს იხდის.

როგორც ცნობილი ხდება, პსჟ-ს ახალი სტადიონის ასაშენებლად ორი ვარიანტი აქვს - ერთია მასი, პარიზის სამხრეთ გარეუბანში მდებარე კომუნა, ხოლო მეორე პუასი, სადაც კლუბის ფეხბურთელები ამჟამად ვარჯიშობენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმაც გააკეთა:

"ახალი სტადიონის აშენება და ქონა ახირება ნამდვილად არ გახლავთ. დიდი ევროპული გუნდები ამ მოდელით მოქმედებენ და ჩვენ არ გვინდა ამ ყველაფერს ჩამოვრჩეთ. პარკ დე პრენსის შეძენა შეუძლებელია და ეს არ შეიცვლება მანამ, სანამ თვითმართველობა არ შეიცვლება. ჩვენ კი არ გვსურს დიდი დრო დავკარგოთ, რადგან 3-4 წელში კონკურენტები ჩვენზე გაცილებით წინ იქნებიან." - თქვა ხელაიფმა.

ცნობისთვის, პარიზელებს ახალი სტადიონის მშენებლობა წინასწარი ინფორმაციით 1 მილიარდი დოლარი დაუჯდება და ის 3-4 წელიწადში დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091994