„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეზე ისაუბრა. მან აღიარა, რომ ფრანგ ფეხბურთელთან კონფლიქტი ჰქონდათ, მაგრამ „რეალში“ წარმატებებს უსურვებს.
„მბაპე, მესი, ნეიმარი, ზლატანი, ყველა ფეხბურთელი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. წელს მბაპეს გარეშე გაგვიმართლა, მას „რეალში“ წარმატებებს ვუსურვებთ. ის დიდი ვარსკვლავია, შესანიშნავი ფეხბურთელია. მცირე კონფლიქტი გვქონდა, მაგრამ გულწრფელად წარმატებებს ვუსურვებ. თუმცა, არა მაშინ, როცა ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე პსჟ-ში 2017-2024 წლებში თამაშობდა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.