UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი დღეს მის მწვრთნელ ჯონ ვუდთან და MMA-ს ჟურნალისტ ნინა დრამასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა, სადაც უამრავი გულშემატკივარი დახვდა. ქართველმა ჩემპიონმა მსვლელობით რიყის პარკისკენ გადაინაცვლა, გულშემატკივარს სიტყვით მიმართა, გადაიღო სურათები და საჩემპიონო ქამარი წარადგინა.
ამ ყველაფრის შემდეგ, ქართველმა "მანქანა" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც მათ შეკითხვებს უპასუხა.
"საქართველოში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა ნინას და ჩემს მწვრთნელ ჯონ ვუდს ჩვენი ქვეყანა ვანახო, წავიდეთ კახეთში, გურიაში და რაც შეიძლება მეტი ადგილის სანახავად, რათა გავაცნო ქართული კულტურა და სტუმართმოყვარეობა."
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრაპტთან საუბარი
"რა თქმა უნდა ტრამპთან საუბრისას ჩვენი ქვეყანა ვახსენე, დავუდასტურე მას ჩემი და საქართველოს პატივისცემა. ჩვენს შორის მოკლე დიალოგი გაიმართა. მან ჩემი ბრძოლა შეაქო. სულ ეს იყო."
წონის ცვლილებაზე
"არ ვაპირებ წონის შეცვლას. მინდა ჩემი დივიზიონი გავწმინდო და გავასუფთაო. ამ ყველაფერთან ერთად ზედა წონაში ჩემპიონი ვოლკანოვსკია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მასთან ჩხუბი არ მინდა".
ალექსანდრე თოფურიასთან შესაძლო ჩხუბზე
"ალექსანდრესთან ჩხუბს არ ვაპირებ. თუ ჩემი და მისი გზები გადაიყარა, მზად ვარ საჩემპიონო ქამარი დავთმო."
უმარ ნურმაგომედოვთან შესაძლო რემატჩზე
"არ არსებობს, უმართან რემატჩი არ განიხილება. ჯერ ვინმეს უნდა მოუგოს. პირველი ბრძოლაც მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია."
პოლიტიკაში შესაძლო წასვლაზე
"პოლიტიკას არასდროს შევეხები, ეგ ჩემი საქმე არ არის, ისევე როგორც ჩემგან არც მსახიობი და არც ბიზნესმენი არ გამოვა, რადგან უბრალოდ გავკოტრდები."
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ზე შონ ო'მალი რემატჩშიც დაამარცხა, ქართველმა მესამე რაუუნდის ბოლოს ნინჯა ჩოუქით მოიგო და UFC-ის Pound for Pound-ის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.