ფეხბურთი

18:00 | 11.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზო შესაძლოა, იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდეს

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით, ჯენარო გატუზო გახდება. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

47 წლის სპეციალისტი თანახმაა ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას დათანხმდეს. გატუზოს ჯანლუიჯი ბუფონი ესაუბრა, რომელიც ნაკრებში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს.

გატუზოს ვარიანტზე იტალიაში მას შემდეგ გადაერთნენ, რაც კლაუდიო რანიერიმ და სტეფანო პიოლიმ უარი თქვეს „სკუადრა აძურაში“ მუშაობაზე.

ჯენარო გატუზოს იტალიის ნაკრებში 73 მატჩი აქვს ჩატარებული და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მას არაერთ გუნდში უმუშავია, მათ შორის, „მილანში“, „პალერმოში“, „ნაპოლიში“, „პიზაში“, „ვალენსიაში“, „სიონში“, „მარსელსა“ და „ჰაიდუკში“.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.182337
სარეკლამო ადგილი - 99
X x X