საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა.
ალექსანდრე კობახიძის გუნდი აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში იმყოფებოდა, სადაც ყაზახეთის და აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებებს დაუპირისპრიდა.
ყაზახეთთან შეხვედრა ჩვენმა გუნდმა ანდრია ბართიშვილის დუბლით მოიგო, ხოლო აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. გოლი გიორგი გორგაძის ანგარიშზეა.