სხვა

19:28 | 11.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა.

მესამე ტურში ქართველმა წყალბურთელებმა ისრაელი 19:9 დაამარცხეს და ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. ოთხი გოლი შუშიაშვილმა გაიტანა, ხოლო სამ-სამჯერ თავი ვაშიჩმა, სარიჩმა და დადვანმა გამოიჩინეს. საქართველოს ნაკრებს ამ მატჩამდეც ჰქონდა განაღდებული ევროპის ჩემპიონატის საგზური, მაგრამ ამ მოგებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს. კონტინენტის პირველობა 2026 წელს, 10-25 იანვარს, სერბეთში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.183238