ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი ბრატისლავაში გაიხსნა, სადაც ესპანეთმა სლოვაკეთი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
ესპანელებმა თამაში ძალიან კარგად დაიწყეს და მე-18 წუთზე უკვე ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ პუბილისა და იოსეპის გოლებით. თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე უკვე სლოვაკეთი იყო შესანიშნავი, რომელმაც კოპაშეკისა და სუსლოვის გოლებით წონასწორობა აღადგინა.
თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 90-ე წუთზე ტარეგამ მესამე გაუტანა მასპინძლებს და ესპანეთის 21-წლამდე ნაკრებმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.
ამავე ჯგუფში იტალია და რუმინეთი არიან.