ფეხბურთი

22:39 | 11.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" იგორ ტუდორს კონტრაქტის განახლებაზე შეუთანხმდა

ტურინის „იუვენტუსი“ იგორ ტუდორს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები თითქმის შეთანხმდნენ ყველა დეტალზე და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.

ტუდორი „იუვესთან“ ახალ კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს და სეზონში 2.4 მილიონ ევროს მიიღებს. კლუბის ახალი გენერალური დირექტორი დამიენ კომოლი ხორვატ სპეციალისტს ნდობას უცხადებს.

შეგახსენებთ, რომ იგორ ტუდორმა „იუვენტუსი“ მარტში ტიაგო მოტას გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა და დასახულ მიზანს მიაღწია - გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095631