„პარი სენ-ჟერმენმა“ და „ნაიკმა“ კლუბის 2025-26 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინეს.
მაისური პსჟ-ს ლეგენდებმა ბლეზ მატუიდიმ, გიიომ ოარომ და ჟერემი მენესმა სცენაზე წარადგინეს. პრეზენტაცია პარიზელი გულშემატკივრების ისტორიას, ვნებასა და მონდომებას ეძღვნებოდა.
პსჟ ახალი მაისურით პირველად 15 ივნისს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ითამაშებს.