საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელმა ვასილიოს გორდეზიანმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პოლონეთთან მატჩისა (2:1) და გამარჯვების გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოვიგეთ. ვიცოდი, რომ გავიტანდი, მაგრამ ბოლო წუთი რომ იყო, უფრო დიდი ემოცია. ძალიან დიდი მოტივაცია გვაქვს, პირველ ადგილზე ვართ და ვეცდებით, ეს პოზიცია შევინარჩუნოთ. გუნდებში ბევრი გოლი ვერ გამაქვს, მაგრამ ნაკრებში უფრო მეტი შანსი მაქვს და გოლებიც გამაქვს. ფორვარდი ვარ და ასეთ დროს უნდა გავიტანო“, - თქვა გორდეზიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩს 14 ივნისს, ისევ ჟილინაში, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.
სოფო ერქვანია ჟილინადან