საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პოლონეთთან მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„სასწაული ემოციებია, რომელსაც ახლა ვერ გამოვხატავ, რადგან სტადიონზე ემოციებისგან დავიცალე. მადლობა ბიჭებს, ვეცდებით, რომ მომავალშიც გვქონდეს დადებითი ემოციები. დიდი შანსი გვაქვს, რადგან 3 ქულით დავიწყეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წინ რთული მატჩები გველოდება, მაგრამ ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს. რთული იყო თითქმის მთელი შეხვედრის ყვითელი ბარათით თამაში, თან, მსაჯიც ჩვენდამი მთლად კარგად განწყობილი არ ყოფილა, მაგრამ ბიჭები დამეხმარნენ, გამარჯვება ყველამ ერთად შევძელი.
ეს იყო საოცარი მატჩი ჩვენი გუნდისა და ქვეყნისთვის. ძალიან ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით და ყველა გულშემატკვრით, ვინც ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდა. ვაგრძელებთ პროგრესს და უკეთესობისკენ სვლას. ამ თამაშმა დიდი რწმენა შეგვძინა, რადგან ძალიან კარგი გუნდი დავამარცხეთ. ახლა უნდა დავისვენოთ, ვივარჯიშოთ და ვეცადოთ, საფრანგეთის წინააღმდეგ ვაჩვენოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“, - თქვა აზაროვმა.
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩს 14 ივნისს, ისევ ჟილინაში, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.
სოფო ერქვანია ჟილინადან