ფეხბურთი

3:00 | 12.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ოდიშარია: "ბოლო წუთზე გამარჯვება გუნდის მენტალიტეტის დამსახურებაა"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა ოდიშარიამ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პოლონეთთან მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ვულოცავ მთელ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას. ძალიან დაძაბული თამაში იყო, როგორც ველოდით, მაგრამ მოვიგეთ და კარგად დავიწყეთ. წინ კიდევ ორი მატჩია და 100%-ით დავიხარჯებით. დიახ, ამ პოზიციაზე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან შეტევაში თამაში უფრო მომწონს, ჩემი სტილია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, იყო მომენტები, როცა დაცვაშიც მიწევდა ჩასვლა, თუმცა ეს პრობლემას არ მიქმნის. გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს დღესაც დაგვეტყო, მათგან დიდ მუხტს ვგრძნობდით. პირველად არ მომხდარა, ბოლო წუთებზე აქამდეც მოგვიგია თამაშები და ეს გუნდის მენტალიტეტის დამსახურებაა, გუნდს ჩამოუყალიბდა გამარჯვებულის მენტალიტეტი“, - თქვა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩს 14 ივნისს, ისევ ჟილინაში, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.

სოფო ერქვანია ჟილინადან

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093594