ფეხბურთი

3:23 | 12.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ხარატიშვილი: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვებაში ჩემი წვლილიც შევიტანე"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ხარატიშვილმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პოლონეთთან მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ძალიან ემოციური მომენტია თითოეული ჩვენგანისთვის, გუნდისთვის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, ჯერჯერობით, პირველ ადგილზე ვართ და ძალიან ბედნიერები ვართ.

ბოლო წუთზე სეივი ძალიან ემოციური იყო, რადგან გამარჯვებაში ჩემი წვლილიც შევიტანე. მომდევნო მატჩებისთვის ისე მოვემზადებით, როგორც ამ მატჩისთვის მოვემზადეთ, მთელი სერიოზულობით, ჯერ არ გვქონია მეტოქის ანალიზი, მაგრამ გავარჩევთ საფრანგეთის ნაკრების თამაშს.

პენალტის მომენტში არ მეგონა, შუაში თუ დაარტყამდა, სწორედ ეს ვუთხარი დარტყმამდე, მაგრამ მაინც შუაში დაარტყა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ და დაგვაფასეს, მთელი თამაშის განმავლობაში ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას“, - თქვა ხარატიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩს 14 ივნისს, ისევ ჟილინაში, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.

სოფო ერქვანია ჟილინადან

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.102087