ფეხბურთი

3:56 | 12.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიზი მამაგეიშვილი: "ჩვენ ის ერთიანობა გვაქვს, რაც სხვებს არ აქვთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიზი მამაგეიშვილმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პოლონეთთან მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ემოციურად დაღლილი ვარ. გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩვენთვის ფრე არასასურველი შედეგი იყო. ჯერჯერობით, ჯგუფში ლიდერები ვართ და აუცილებლად დიდი მიზნებისკენ გავაგრძელებთ სიარულს. ჩვენი ბოლო წუთები ალბათ იმას აჩვენებს, რომ ძალიან დიდი ერთიანი ძალა ვართ.

მადლობა ბიჭებს, გულშემატკივარს და ყველას, ვინც გაიზიარა ჩვენი სიხარული. შეცვლის წინ მწვრთნელისგან დავალება იყო, რომ გაგვეძლიერებინა დაცვა, გაგვეძლიერებინა შეტევა, მოგვემატებინა სისწრაფეები და ერთიანობა შეგვენარჩუნებინა, რადგან გუნდი თამაშს იგებდა.

ძალიან შეკრული გუნდი ვართ და ეს არის ჩვენი პირველი წარმატების გასაღები. არ ვიქნები ამპარტავანი და ვიტყვი, რომ არ ვართ ის ნაკრები, რომელიც პირველია ჯგუფში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის, რაც სხვებს არ აქვთ, ესაა ერთიანობა, რასაც ყოველთვის ვინარჩუნებთ“, - თქვა მამაგეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩს 14 ივნისს, ისევ ჟილინაში, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.

სოფო ერქვანია ჟილინადან

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.077143