ფეხბურთი

10:26 | 12.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ ნიკო უილიამსით დაინტერესდა

„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორებმა, მაქს ებერლმა და კრისტოფ ფროინდმა, ბილბაოს „ატლეტიკის“ თავდამსხმელის, ნიკო უილიამსის წარმომადგენლებთან წინასწარი მოლაპარაკებები დაიწყეს - წერს Sky Sport Germany.

წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელი გერმანულ გრანდში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ბასკურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამასთან დაკავშირებით, გარემარბის აგენტებმა მიუნხენურ გუნდს ევროპის ჩემპიონის სავარაუდო ხელფასის მოთხოვნები წარუდგინეს, რომელიც გადასახადების გარეშე წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს. სავარაუდო ფასი, რომლის სანაცვლოდაც ბილბაოელებს 22 წლის ესპანელის გაშვება შეუძლიათ, 60-65 მილიონი ევროა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის „არსენალი“ და „ჩელსი“ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აპირებენ. გარდა ამისა, გასულ ზაფხულს ფეხბურთელი „ბარსელონაში“ ტრანსფერთან ახლოს იყო.

ნიკოს ბილბაოს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. საერთო ჯამში, კლუბის დონეზე კარიერის განმავლობაში, უმცროსმა უილიამსმა ყველა ტურნირზე 167 მატჩი ჩაატარა, 31 ბურთი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169935