მდრიდის „რეალმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განაცხადა, რომ ახალწვეული მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი 12 ნომრით ითამაშებს.
მან მთელი კარიერა „ლივერპულში“ 66 ნომრით გაატარა, მაგრამ ეს ნომერი მადრიდულ გრანდში არ შეიძლება აიღოს, რადგან ესპანეთში პირველი გუნდის მოთამაშეებმა 1-დან 25-მდე ნომრები უნდა ატარონ. ამ მიზეზით, ალექსანდერ-არნოლდმა ორი ექვსიანის ჯამის ტოლი ნომერი აიღო. ეს ინფორმაცია დადასტურდა სამეფო კლუბის ოფიციალურ განაცხადში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ რეალი მის გვარს „ალექსანდერ-არნოლდს" მაისურზე არ მიუთითებს, როგორც ეს მერსისაიდურ კლუბში გააკეთეს. ინგლისელის მაისურზე მხოლოდ სახელი „ტრენტი" ეწერება.
ალექსანდერ-არნოლდის კონტრაქტი „რეალთან“ 2031 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი. ის ესპანურ კლუბში „ლივერპულიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.