ფეხბურთი

11:50 | 12.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კიეზას „ბეტისში“ გადასვლა სურს

„ლივერპულის“ ნახევარმცველ ფედერიკო კიეზას კარიერაში ახალი თავის დაწყება სურს და ფეხბურთელი ესპანურ „ბეტისს“ ამისთვის ყველაზე შესაფერის ვარიანტად მიიჩნევს. ამის შესახებ El Correo de Andalucía იტყობინება.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის გარემოცვას ესპანურ კლუბში არსებული ატმოსფერო მოსწონს. ნახევარმცველის წარმომადგენლების თქმით, იტალიელს შეუძლია კარიერა იქ განაახლოს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ ყოფილა, კიეზას სევილიურ გუნდთან თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება მოუწევს და შესაბამისი მოლაპარაკებები თავად კლუბებმაც უნდა აწარმოონ.

აღნიშნულია, რომ ეს გარიგება შესაძლოა უფრო იაფი იყოს, ვიდრე ანტონის შესაძლო გამოსყიდვა „მანჩესტერ იუნაიტედიდან.“ ამ შემთხვევაში, საუბარია იჯარაზე მუდმივი ტრანსფერის ოფციით.

კიეზა „ლივერპულს“ 2024 წლის ზაფხულში „იუვენტუსიდან“ 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. მან ინგლისური გუნდის შემადგენლობაში 14 მატჩი, ორი ბურთი გაიტანა და ორიც საგოლე გადაცემა შეასრულა. პრემიერლიგაში მან ექვსი თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.161784