ლონდონის „არსენალი“ ამჟამად ერთადერთი კლუბია, რომელიც სერიოზულად განიხილავს მადრიდის „რეალის“ გარემარბის როდრიგო გოესის გადაბირების თემას. ამის შესახებ The Athletic იტყობინება.
წყაროს ცნობით, „მეთოფეების“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ყურადღებით შეისწავლა ბრაზილიელის თამაში და დარწმუნებულია მისი ტრანსფერის საჭიროებაში უკვე მიმდინარე სეზონის შემდგომ პერიოდში. ბასკი სპეციალისტი როდრიგოს სუპერვარსკვლავად მიიჩნევს, რომელსაც შეუძლია ლონდონური გუნდის შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერება. აღნიშნულია, რომ „რეალი“ ბრაზილიელის ტრანსფერში 100 მილიონ ევროს მოითხოვს.
გასულ სეზონში როდრიგომ ყველა შეჯიბრში 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. როდრიგოს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.