ნბა-ს ყველა ვარსკვლავის ექვსგზის მონაწილე ჯიმი ბატლერი იმ კონსორციუმის წევრია რომელიც მზადაა პრემიერლიგის კლუბის აქციების შესაძენად დიდი შეთავაზება გააკეთოს, იტყობინება Goal, The Athletic-ის მოტივით.
კონსორციუმი ცდილობს „კრისტალ პალასის“ აქციების 43%-ის შეძენას და 200 მილიონდოლარიანი ინვესტიციის შეთავაზებას.
ბატლერის შეერთებით, კონსორციუმმა ამერიკული საინვესტიციო ჯგუფის მხარდაჭერა მიიღო, რომელიც ადრე საფეხბურთო კლუბებში ინვესტიციებს ახორციელებდა.
„კრისტალ პალასმა“ გასულ სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-12 ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად მოიგო ქვეყნის ასოციაციის თასი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ბატლერი „მაიამი ჰითიდან“ „გოლდენ სთეით უორიორზში“ გაცვალეს.