ფეხბურთი

15:09 | 12.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: "პსჟ-ს სტილით ვერ ვითამაშებთ, რადგან კვარაცხელია, ვიტინია და ჰაკიმი ფრანგები არ არიან"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრებს „პარი სენ-ჟერმენივით“ თამაში გაუჭირდება, რადგან არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია, აშრაფ ჰაკიმი და ვიტინია არიან.

„არ ვწუწუნებ ჩემს გუნდში მყოფ ფეხბურთელებზე, მაგრამ ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ვიტინია და კვარაცხელია ფრანგები არ არიან. პსჟ-ს თამაშის კოპირება შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება მისი გამეორება. თუმცა დრო არ გვაქვს, ჩვენ გაცილებით ნაკლები დრო გვაქვს, ვიდრე კლუბებს“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 2024-2025 წლების სეზონში ტრებლი შეასრულა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.226937