თამაშგარე

18:43 | 12.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

როცა სიყვარული სპორტზე მეტია!

ამერიკელი ჩოგბურთელი სებასტიან კორდა სამი წლის მანძილზე ყურებამდე იყო შეყვარებული ლეგენდარული ჩეხი ფეხბურთელის, პაველ მედვედის ქალიშვილზე, ივანა ნედვედზე და როგორც მოსალოდნელი იყო, ერთი თვის წინ ეს შექსპირისეული ტრფიალება საბოლოო ჯამში ქორწინებით დასრულდა.

სხვათაშორის, კორდას დიდად არ უყვარს პაველ ნედვედი და შარშან მომავალი სიმამრი კიდეც გააკრიტიკა იმის გამო, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებისა და სპორტულ მოხელედ გარდასახვის შემდეგ ჩეხი მუდმივად კორუფციულ სკანდალშია გახვეული.

ეს ყველაფერი არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს „პაველოვნას“ მხრიდან ქმრის სიყვარულზე და იგი ივანა კორდას თითქმის ყველა მნიშვნელვან შეხვედრას ესწრება, რაც მეჩოგნეთა მეორე ნახევრებისგან საკმაოდ იშვიათი საქციელია.

0.171964