პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხალ პრობიერჟი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
პოლონეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინეთთან მარცხი განიცადა, რასაც წინ უძღოდა მწვრთნელსა და რობერტ ლევანდოვსკის შორის კონფლიქტი, რის გამოც პოლონელმა ვარსკვლავმა ნაკრებში თამაშზე უარი თქვა იქამდე, სანამ გუნდში პრობიერჟი იქნებოდა.
ასე რომ, ახლა, როცა მწვრთნელს ნაკრები დაატოვებინეს, შეიძლება 36 წლის ლევანდოვსკი გუნდს დაუბრუნდეს. კონფლიქტის მიზეზი ის გახდა, რომ პრობიერჟმა ლევანდოვსკის კაპიტნის სტატუსი ჩამოართვა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთს მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამ მატჩში 6 ქულა აქვს მოპოვებული.