ფეხბურთი

18:10 | 12.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი შესაძლოა საუდის არაბეთში დასაქმდეს

ლუჩანო სპალეტი, რომელიც ცოტა ხნის წინ იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს, შესაძლოა, „ალ-ნასრის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.

არაბული კლუბის თავკაცი სტეფანო პიოლი მზადაა იტალიაში დაბრუნდეს და „ფიორენტინა“ ჩაიბაროს, ხოლო მის შემცვლელად Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, სპალეტი განიხილება. არაბები მზად არიან გამოცდილ სპეციალისტს წელიწადში 12 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ასე რომ, სპალეტიმ შეიძლება კრიშტიანუ რონალდუსთან იმუშაოს. ჯერჯერობით, რა დონეზეა მოლაპარაკებები უცნობია.

ლუჩანო სპალეტი 2023 წლის ზაფხულიდან იტალიის ნაკრებში მუშაობდა, საიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163726